logo
ENG



ჩიხლაძე: ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, იანვარში შედგება

02 იან 202119:12
3 წუთის საკითხავი
 
ჩიხლაძე: ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, იანვარში შედგება

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძე ვარაუდობს, რომ ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრების მორიგი რაუნდი, იანვარში შედგება. 

ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ისევ სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

"მორიგი რაუნდი დიდი ალბათობით ამ თვეში გაიმართება, იანვარში. მოლოდინი გვაქვს, რომ ორმხრივი შეთანხმება მოხდება. პირველ რიგში, უნდა მოვიდეს ხელისუფლება თავისი წინადადებით, ამის მერე უფრო იოლი იქნება იმაზე არის თუ არა რესურსი შეთანხმებისთვის. მთავარი მოთხოვნა კვლავ რა თქმა უნდა არის სამართლიანი არჩევნები", - განაცხადა ჩიხლაძემ. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია - ქართული ოცნება მუშაობს. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გასულ წელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფასილიტატორი ელჩების დახმარებით მოლაპარაკებების 4 რაუნდი შედგა. 


close დახურვა